დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ.

„სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებმა გვასწავლა, რომ არაფერი უნდა გვიკვირდეს. ამიტომ დიდად გაოცებული არ ვიყავით. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ჩვენი მიზნებია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვს ასევე კითხვა დაუსვეს ვიცე-პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატ კამალა ჰარისთან დაკავშირებითაც, რაზეც პეკოვმა აღნიშნა:

„ამ დროისთვის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივიდან ვერ შევაფასებთ ქალბატონ ჰარისის პოტენციურ კანდიდატურას, რადგან აქამდე მისგან არ შეგვიმჩნევია რაიმე წვლილი ორმხრივ ურთიერთობებში. იყო განცხადებები, რომლებიც სავსე იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით“.

ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის“.