მაიკ ჯონსონი – ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა შექმნეს დესტრუქციული პრეცედენტი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის, ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს
ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა შექმნეს დესტრუქციული პრეცედენტი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის, ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დევნილი პოლიტიკოსია
„დონალდ ტრამპი კვლავ რჩება ყველაზე დევნილ პოლიტიკოსად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. არჩევნებამდე სულ რაღაც 70 დღით ადრე ჯეკ სმიტმა მორიგი ყალბი ბრალდება წამოაყენა. ამერიკელები დაიღალნენ ამ კორუფციული და სამარცხვინო სამართლიანობით. მათ იციან, რომ ამას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან, ეს მხოლოდ პოლიტიკაა. ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა შექმნეს სახიფათო, დესტრუქციული პრეცედენტი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების და ამ გზით პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის. ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს. 5 ნოემბერი მალე არ დადგება“, – დაწერა ჯონსონმა სოციალურ ქსელში.
Donald Trump continues to be the most persecuted politician in the history of our country. Today, after getting two of his cases thrown out by the courts, Jack Smith is grasping at straws once again. Just 70 days before the election, Smith has brought yet another bogus…
— Speaker Mike Johnson (@SpeakerJohnson) August 28, 2024