მაიკ ჯონსონი - ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა შექმნეს დესტრუქციული პრეცედენტი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის, ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს
ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა შექმნეს დესტრუქციული პრეცედენტი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის, ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დევნილი პოლიტიკოსია
„დონალდ ტრამპი კვლავ რჩება ყველაზე დევნილ პოლიტიკოსად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. არჩევნებამდე სულ რაღაც 70 დღით ადრე ჯეკ სმიტმა მორიგი ყალბი ბრალდება წამოაყენა. ამერიკელები დაიღალნენ ამ კორუფციული და სამარცხვინო სამართლიანობით. მათ იციან, რომ ამას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან, ეს მხოლოდ პოლიტიკაა. ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა შექმნეს სახიფათო, დესტრუქციული პრეცედენტი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების და ამ გზით პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის. ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს. 5 ნოემბერი მალე არ დადგება“, – დაწერა ჯონსონმა სოციალურ ქსელში.