დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლს „ტელეგრამის“ დამფუძნებელ პაველ დუროვთან არასდროს არანაირი გარიგება არ ჰქონია

15:48, 30.08.2024

კრემლს არასდროს არანაირი არ გარიგება არ ჰქონია „ტელეგრამის“ დამფუძნებელ პაველ დუროვთან, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ის არ ფლობდა ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და დუროვის შეხვედრის შესახებ.

„არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა დუროვსა და კრემლს შორის. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დუროვი რუსეთს სტუმრობდა, იგი რუსეთის მოქალაქეა, ამდენად, თავისუფლად გადაადგილდება ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მის ვიზიტში არაფერია არაბუნებრივი“, – აღნიშნა პესკოვმა.

მსგავსი