ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარის ძალისხმევას არ ახორციელებს მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების უზრუნველსაყოფად

19:10, 02.09.2024

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარის ძალისხმევას არ დებს მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების უზრუნველსაყოფად.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ ის „ძალიან ახლოს“ იყო შეთანხმების შესახებ საბოლოო წინადადების წარდგენასთან.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ნეთანიაჰუ საკმარისს ძალისხმევას ახორციელებს ასეთი შეთანხმების უზრუნველსაყოფად, ბაიდენმა უპასუხა, რომ „არა“.

„იმედი მარადიულია“, – დასძინა ჯო ბაიდენმა, როდესაც ჰკითხეს, წარმატებული იქნებოდა თუ არა გარიგება.

მსგავსი