დიმიტერ ცანჩევი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული მომავალი ორგანიზაციის პრიორიტეტია
დიმიტერ ცანჩევი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული მომავალი ორგანიზაციის პრიორიტეტია

ბოლო წლებში ევროკავშირი გამოწვევების წინაშე დადგა, ორგანიზაციის შიდა პრობლემებმა შეაყოვნა და გააჭიანურა კანდიდატი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ ევროკავშირში ბულგარეთის ელჩმა დიმიტერ ცანჩევმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, ახლა ორგანიზაცია უკვე დგას კრიზისამდე არსებულ რელსებზე.

„ამიტომ დიდი დრო უნდა დავუთმოთ იმ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებსაც ხელშესახები პროგრესი აქვთ. ბულგარეთს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, არ სურს მოლოდინის გაზრდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმთავრესია რეფორმების გაგრძელება. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, კანდიდატების ნაწილს კარგი შედეგები აქვთ და მოწინავე კანდიდატებად შეგვიძლია დავასახელოთ.  იმ ქვეყნების პროგრესს, რომლებსაც ევროპული პერსპექტივა აქვთ, მაისში, სოფიაში დაგეგმილ შეხვედრაზე შევაფასებთ. ბულგარეთში ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართება. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული მომავალი ორგანიზაციის პრიორიტეტია“, – განაცხადა ევროკავშირში ბულგარეთის ელჩმა.

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.