დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს 2025 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვთ
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს 2025 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვთ

2025 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას აქვს, თუ ისინი წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ალბანეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც  დასავლეთ ბალკანეთში ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

სერბეთი და მონტენეგრო ევროკავშირში წევრობის მოწინავე კანდიდატებად სახელდებიან. როგორც მოსალოდნელია, ალბანეთი და მაკედონია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს ივნისში დაიწყებენ.

„მინდა, განვმარტო ის, რასაც ყველგან ვკითხულობთ, ევროკომისიას და მე არ გვითქვამს, რომ სერბეთი და მონტენეგრო აუცილებლად გახდებიან ევროკავშირის წევრები 2025 წელს. 2025 წლის თარიღი ღიაა ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის. თუ კანდიდატი ქვეყანა ამ დროისთვის, ან უფრო ადრე, ან გვიან დააკმაყოფილებს წევრობის ყველა კრიტერიუმს, ჩვენ ვმოქმედებთ ისე, რომ ეს ძალსიხმეvა აღიარებული იყოს ევროკავშირის მიერ“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

6 თებერვალს ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისთვის (სერბეთი, მონტენეგრო, ალბანეთი, მაკედონია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კოსოვო) გაფართოების სტრატეგია გამოაქვეყნა. სტრატეგიაში მონტენეგროსა და სერბეთის ევროინტეგრაციას ცალკე თავი ეხება, კერძოდ, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადადგას ევროკავშირში 2025 წლისთვის

გასაწევრიანებლად. ევროინტეგრაციის პირობად ევროკომისია პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, ასევე, მეზობლებთან ტერიტორიული დავის დარეგულირებას ასახელებს.