არბერ ადემი - მივესალმებით მზაობას, უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭების, საქართველოსთვის პერსპექტივის შეთავაზების შემდეგ გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი დასავლეთ ბალკანეთთან
არბერ ადემი - მივესალმებით მზაობას, უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭების, საქართველოსთვის პერსპექტივის შეთავაზების შემდეგ გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი დასავლეთ ბალკანეთთან

ჩვენთვის, ჩრდილოეთ მაკედონიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ესპანეთი მხარს უჭერს ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ ჩრდილოეთმაკედონიელმა დეპუტატმა, არბერ ადემმა მადრიდში განაცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ მაკედონია მიესალმება ესპანეთის მზაობას, განაგრძოს ევროინტეგრაციის პროცესი დასავლეთ ბალკანეთთან.

„ესპანეთს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, აქვს პასუხისმგებლობა, გადაწყვიტოს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ესპანეთი მხარს უჭერს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენი ქვეყანა მიესალმება თქვენს მზაობას, განაგრძოთ ევროინტეგრაციის პროცესი დასავლეთ ბალკანეთთან, ასევე უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზების შემდეგ“, – განაცხადა არბერ ადემმა.