„დიდი მუზარადის“ შეჯიბრის პირველი დღე ვაჟა მარგველაშვილმა მედლის გარეშე დაასრულა
„დიდი მუზარადის“ შეჯიბრის პირველი დღე ვაჟა მარგველაშვილმა მედლის გარეშე დაასრულა

ტოკიოში ძიგორო კანოს სახელობის “დიდი მუზარადის” პირველ საშეჯიბრო დღეს 66 კგ. წონით კატეგორიაში ტურნირზე მოწვეული ვაჟა მარგველაშვილი უმედლოდ დარჩა.
პირველი შეხვედრა მარგველაშვილმა საუდის არაბეთის წარმომადგენელ აბდულაზიზ ალბაშის იპონით მოუგო. შემდეგ კი პერუელ ხუან პოსტიგოს ასევე იპონით სძლია.
მესამე შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი იაპონელ ჯოშირო მარუიამასთან იპონით დამარცხდა. რეპეშაჟში გადასვლის შემდეგ მარგველაშვილმა უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაიას იპონით მოუგო.
ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ისოდა ნორიჰიტოსთან იპონით დამარცხდა.
კვირას ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი უშანგი მარგიანი (90) და ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (100) იჭიდავებენ.