ძიუდო | ნინო ლოლაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა, შავდათუაშვილი და მარგველაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვებიან #1TVSPORT
ძიუდო | ნინო ლოლაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა, შავდათუაშვილი და მარგველაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვებიან #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ნინო ლოლაძე (57 კგ) მეორე წრეში ბულგარელ ილიევასთან დამარცხდა და გიორგი ტერაშვილთან (73 კგ) ერთად ტურნირს გამოეთიშა.

დღეს მსოფლიო პირველობაზე მედლები მამაკაცთა 66 და 73, ხოლო ქალთა შორის 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) პირველ წრეს გამოტოვებენ და ტურნირში მოგვიანებით ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 60 კგ-ში გამომსვლელი 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან გაიმართება.

2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.