მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ფინალურ ბლოკში ქართველმა იტალიელი მატეო პირასი იპონით დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს შეჯიბრზე მეორე მედალი მოუტანა.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) მსოფლიო პირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ პლანეტის ჩემპიონატის პირველ დღეს 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.