ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო პირველობის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო პირველობის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მერვედფინალში უზბეკ ნურილაევს სძლია და მეოთხედფინალში იჭიდავებს. ნახევარფინალის საგზურისთვის ქართველის მეტოქე იაპონელი ტაკეოკა იქნება.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები დღეს 10:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან გაიმართება.

2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.