დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამი მამაკაცი დააკავეს
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით პოლიციამ სამი მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დაკავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა გარდა იმისა, რომ მათი ასაკი დაახლოებით 30 წელია და რომ ისინი ლესტერის მახლობლად სამი სხვადასხვა რაიონიდან არიან.
ამასთან, პოლიცია აცხადებს, რომ მას არ აქვს რაიმე მტკიცებულებები, რაც მიანიშნებდა, რომ აფეთქება ტერორიზმს უკავშირდება.
ლესტერში აფეთქება 25 თებერვალს დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მაღაზიაში მოხდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი.