დღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 1 200 000 აბონენტს, ხოლო გაზის გადასახადზე - 650 000 აბონენტს ეხება
დღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 1 200 000 აბონენტს, ხოლო გაზის გადასახადზე – 650 000 აბონენტს ეხება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში გადასახადებს სრულად დაუფინანსებს. საუბარია მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეღავათი ეხება დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.