ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია ფიზიკური, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის შეღავათებს აწესებს
ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია ფიზიკური, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის შეღავათებს აწესებს

ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია ფიზიკური, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის შეღავათებს აწესებს. ბათუმის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის კომუნალური გადასახადისგან. კერძოდ, წყლისა და დასუფთავების გადასახადისგან. შეღავათები გავრცელდება იმ მეწარმეებზეც, რომელთა ობიექტები დაწესებული შეზღუდვების გამო არ ფუნქციონირებენ.

ამასთან, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების მფლობელები ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან დროებით გათავისუფლდებიან.

პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებიან ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ან მოსარგებლე პირები, რომლებმაც პანდემიის გამო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხეს.

პირველ აპრილამდე ასევე გათავისუფლდებიან გადასახადისგან გარე ვაჭრობისთვის საზოგადოებრივი სივრცეებით მოსარგებლე პირებიც.

დატოვე კომენტარი