ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული არც ერთი მოქალაქე ყურადღების გარეშე არ დარჩება
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული არც ერთი მოქალაქე ყურადღების გარეშე არ დარჩება

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებული არც ერთი მოქალაქე ყურადღების გარეშე არ დარჩება. მათივე ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 25 მისამართზე დასრულებულია, 20 მისამართზე კი, სადაც მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოიშალა ფერდსამაგრი და საყრდენი კედლები, სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

უწყების ინფორმაციით, იმ მისამართებზე, სადაც უკვე დასრულდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, მიმდინარეობს გადარეცხვის ღონისძიებები. მათივე ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მაქსიმალურად მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ასევე გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 ერთეული ტექნიკა.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, მუშაობა დაიწყო კომისიამ და დაზარალებული ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების თაობაზე მომდევნო დღეებში მიიღებენ გადაწყვეტილებას.

 

დატოვე კომენტარი