The Fashion Awards 2018-ის ნომინანტებს შორის ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოხვდა. „ბალენსიაგას“ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი წლის საუკეთესო აქსესუარების ნომინაციაზეა წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ „ვოგი“ ავრცელებს.
ყველაზე პოპულარული მოდის ჯილდოსთვის წელს „გუჩის“ სახლის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე, „ჟივანშის“ მოდის სახლის ხელმძღვანელი კლერ უეიტ კელერი და „ვალენტინოს“ მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი პიერპაოლო პიჩოლი იბრძოლებენ.
ვინ გახდება წლის დიზაინერი ცნობილი 10 დეკემბერს გახდება. საზეიმო ღონისძიება ლონდონში “ალბერტ-ჰოლში” გაიმართება.