დავით რაქვიაშვილი - იმედია, სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა კიევში უზრუნველყოფილი იქნება
დავით რაქვიაშვილი - იმედია, სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა კიევში უზრუნველყოფილი იქნება

იმედი გვაქვს, კიევში მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა უზრუნველყოფილი იქნება, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დაკავების ფაქტზე.

“კიევში ამ წუთებში მიმდინარე მოვლენები ცხადია, უკრაინის შიდაპოლიტიკური პროცესებია, რომელზეც პოლიტიკური შინაარსის კომენტარს ბუნებრივია, ჩვენ არ და ვერ გავაკეთებთ. ამავდროულად, მოვლენების ეპიცენტრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება და ეს ამ მოვლენებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და დატვირთვას აძლევს. იმედი გვაქვს, პრეზიდენტ სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა ამ რთულ გარემოებაში უზრუნველყოფილი იქნება”,- აცხადებს რაქვიაშვილი.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშის თანახმად, სააკაშვილს 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის განცხადებით, არ არის გამოირცხული მიხეილ სააკაშვილს ბრალი სხვა მუხლებითაც წაუყენონ.