დავით რაქვიაშვილი – სირიის კრიზისი ერთ-ერთი ეპიზოდია გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც რუსეთსა და დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროს შორის არსებობს

13:42, 14.04.2018

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი აცხადებს, რომ სირია არის ერთ-ერთი ნაწილი იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც რუსეთსა და დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროს შორის არსებობს.

“უპირველეს ყოვლისა უნდა გვესმოდეს, რომ სირიაში მიმდინარე კრიზისი, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი ეპიზოდი, იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით წარმოებულ ომსა და დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროს შორის”, – განაცხდა რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, სირიის მოვლენების გამო, ხომ არ აპირებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას, რაქვიაშვილი აცხადებს: „რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს, პრეზიდენტის მიერ დავალებული მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გავმართო კონსულტაციები და შესაბამის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი კონსულტაციების შედეგად მიიღებს”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სირიაზე სარაკეტო იეირიში აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დღეს გამთენიისას განახორციელეს. 

მსგავსი