დავით ნოზაძე პრემიერს, შსს-სა და ჯანდაცვის მინისტრებს არხოტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თანადგომისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ დაშავებულ მოზარდს შესაბამისი კვლევები უტარდება
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, შსს-სა და ჯანდაცვის მინისტრებს არხოტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თანადგომისა და პირადი ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
როგორც სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, შემთხვევის შედეგად დაშავებულ მოზარდს ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება.
„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შსს-სა და ჯანდაცვის მინისტრებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. არხოტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისთანავე, პირადად მათი ჩართულობის შედეგად, ყველა შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიულად განახორციელა სათანადო ღონისძიებები.
ამ დროისთვის დაშავებული მოზარდი არხოტიდან თბილისში უკვე გადაყვანილია, მას შესაბამისი კვლევები უტარდება და სათანადო სამედიცინო მკურნალობას გადის“, – წერს ნოზაძე სოციალურ ქსელში.
არხოტში დოღის დროს მოზარდს ცხენი დაეჯახა. დაშავებული თბილისში სამაშველო ვერტმფრენით გადაიყვანეს.