მცხეთა-მთიანეთის ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციას გაეცნო
მცხეთა-მთიანეთის ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციას გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის მხარის ახლად დანიშნულმა სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რეგიონის კოორდინატორთან ბადრი კუკულაძესთან, მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ბექა იორდანიშვილთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ხელმძღვანელ ბექა კობახიძესთან.

დავით ნოზაძე სამსახურის ხელმძღვანელებისგან დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კუთხით და როგორ ხდება ამ პროცესის მართვა კონკრეტული უწყებების ჩართულობით.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია სკოლებში და აგრარულ ბაზრებში არსებულ სიტუაციაზე, დავით ნოზაძე დაინტერესდა, თუ როგორ ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებების აღსრულება რეგიონში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ბაზრობებში, ასევე მზად არიან, თუ არა შესაბამისი სამსახურები იმისთვის, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოხდეს რესტორნებისა და სააღმზრდელო დაწესებულებების კონტროლი, რათა არ მოხდეს ვირუსის ფართოდ გავრცელება.

„დღეს როგორც მსოფლიო, ისე საქართველო იბრძვის პანდემიის წინააღმდეგ, ჩემთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეგიონში თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის ფართოდ გავრცელება, ამისთვის კი აუცილებელია გუნდური და კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა უწყებებს შორის,“ – განაცხადა დავით ნოზაძემ.

აუდიენციის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მხარის რწმუნებული დავით ნოზაძე უახლოეს დღეებში სხვა რეგიონული წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებსაც შეხვდება.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.