ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია 
ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია 

ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, ამ დროისთვის დაკეტილია. ვითარებას ადგილზე ეცნობა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული დავით ნოზაძე.

მისი განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები და ასევე ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მუშაობენ, რათა მეწყრული პროცესის გააქტიურების გამომწვევი მიზეზები დადგინდეს.

„დღეს დილიდან აღნიშნულ მონაკვეთზე გააქტიურდა მეწყრული პროცესები. შესაბამისად, დილიდან მუშაობდნენ გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები და ასევე სამხარაულის ბიუროს ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს მონაკვეთი. სავარაუდოდ, ხვალ დღის პირველ ნახევარში კიდევ უნდა მოხდეს გადამოწმება გეოლოგების მხრიდან და სავარაუდოდ, იქნება დასკვნა, რომლის შემდგომაც სამშენებლო კომპანიის სპეციალისტები, რომლებმაც აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა განახორციელეს, შეისწავლიან გზას და მომზადდება საინჟინრო პროექტი, რა იქნება გასაკეთებელი. ამის შემდეგ დაიწყება გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. გზა ამ დროისთვის დაკეტილია ამ მონაკვეთზე, ეს არის ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის მიმართულებით და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.