დავით ნარმანია იმედოვნებს, რომ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა ექნება
თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია იმედოვნებს, რომ პარლამენტის მხრიდან მას სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე მხარდაჭერა ექნება.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, გუშინ მისი კანდიდატურა საქართველოს მთავრობაში წარადგინეს და ახლა პროცედურებს ელოდება.
„ვადასტურებ, რომ გუშინ წარადგინეს ჩემი კანდიდატურა საქართველოს მთავრობაში, სემეკ-ის წევრად თანხმობის მოსაპოვებლად, რომლის შემდეგი პროცედურაც იქნება საქართველოს პარლამენტში წარდგენა. ველოდებით პროცედურებს და შესაბამისად, პროცედურების მიხედვით მოვიქცევით. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა იქნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანია სემეკ-ის წევრად არის წარდგენილი.