პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები აირჩია.
დეპუტატებმა აღნიშნულ თანამდებობაზე დავით ნარმანიასა და გოჩა შონიას კანდიდატურები 83 მომხრე ხმით ერთხმად დაამტკიცეს.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა აღნიშული კანდიდატურები პარლამენტს მიმდინარე კვირას წარუდგინა.