დავით ნარმანია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს
დავით ნარმანია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს. სემეკ-ის ახალი წევრი ხვალ და ზეგ დაგეგმილ სხდომებს არ დაესწრება, რადგან წინასწარ პროცესში არ მონაწილეობდა, – განუცხადეს პირველ არხს მარეგულირებელ კომისიაში.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ კომისიაში დამტკიცებულ მეორე წევრს, გოჩა შონია სატარიფო განაცხადების განხილვებში ჩართული იყო, შესაბამისად, სხდომებსაც დაესწრება.
25 დეკემბერს მარეგულირებელი კომისია რამდენიმე ჰესის წარმოების ტარიფს და “სახელმწიფო ელექტროსისტემის” ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფებს დაადგენს. “თელასისა” და “ენერგო-პრო ჯორჯიას” სამომხმარებლო ტარიფები კი სამშაბათის სხდომაზე დამტკიცდება.