დავით ნარმანია - დედაქალაქის გენგეგმა მაქსიმალურად შეჯერებული ფორმით უნდა იყოს მიღებული
დედაქალაქის ყოფილი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა მაქსიმალურად შეჯერებული ფორმით უნდა იყოს მიღებული.
ნარმანიას მიაჩნია, რომ სამუშაო შეხვედრების მერე, რომელიც გაიმართება, შეუთანხმებელი საკითხები დარჩება.
„გენგეგმა არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩვენი ქალაქის სამომავლო განვითარების კონსტიტუცია, ამიტომაც ის მაქსიმალურად შეჯერებული ფორმით უნდა იყოს მიღებული.
არ მგონია, სამუშაო შეხვედრების მერე, რომელიც გაიმართება, დარჩეს რამე ისეთი საკითხი, რაც იქნება შეუთანხმებელი.
მნიშვნელოვანია, რომ ზონირებასთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანია, ეს საკითხი უნდა გაიარონ ერთობლივად „სითი ინტიტუტის“ წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და მერიამ.
დარწმუნებული ვარ, რომ კარგი დოკუმენტი იქნება საბოლოო ჯანში მიღებული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.