დავით ნარმანია - ბუნებრივი აირის თვალსაზრისით, რუსეთზე მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ არის, ფინანსური ან ენერგოდამოკიდებულების თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს
დავით ნარმანია - ბუნებრივი აირის თვალსაზრისით, რუსეთზე მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ არის, ფინანსური ან ენერგოდამოკიდებულების თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს

2021 წელს რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი ჩვენს მოხმარებაში 15% იყო, ხოლო ელექტროენერგია 7%, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბუნებრივი აირის ნაწილში დამოკიდებულების თვალსაზრისით, რუსეთზე მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ არის, ფინანსური ან ენერგოდამოკიდებულების თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს.

ამასთან, ნარმანიას განცხადებით, გარდა რუსეთისა, ელექტროენერგია საქართველოს შემოაქვს ასევე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.

„2019 წელს ჯამში ქვეყანაში მოხმარებული იქნა 2 ნახევარი მილიარდ, თითქმის 2,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, საიდანაც რუსეთიდან შემოტანილი იქნა მხოლოდ 162 მილიონი კუბური მეტრი, რომელიც ჯამური ჩვენი მოხმარების 6 პროცენტია. 2020 წელს მოხმარება თითქმის იგივე იყო, რუსეთიდან შემოტანილ იქნა ოდნავ მეტი 204 მილიონი მეტრ კუბი, რომელიც ჯამში მოხმარების 8%-ია, ანუ წლების განმავლობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 10 პროცენტს არ აღემატება. ბუნებრივი აირის 90%-ზე მეტს ჩვენ აზერბაიჯანიდან ვიღებთ.

2021 წელი ოდნავ განსხვავებული იყო, ჩვენს მოხმარებაში 15% იყო რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი, თუმცა ამის გამომწვევი იყო ერთადერთი ფაქტორი 2021 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში, აზერბაიჯანის მხრიდან მიწოდებაში მოხდა ტექნიკური ხარვეზი. კერძოდ, მათ გაზსადენზე იყო ავარია და დაბალი წნევა. საქართველოს აცნობეს, რომ შეთანხმებულ წნევაზე უფრო დაბალი წნევით მოხდებოდა ბუნებრივი აირის მიწოდება, ამიტომ თებერვალი-მარტი ცივი თვეებია. ქართულმა მხარემ მეორე ალტერნატივიდან დაიწყო ბუნებრივი აირის მიღება, თუმცა როგორც კი ეს ავარია აღმოიფხვრა, ჩვეულებრივ დაუბრუნდა ეს მაჩვენებელი ძველ ნიშნულს. რუსეთზე ბუნებრივი აირის ნაწილში დამოკიდებულების თვალსაზრისით მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ არის, ფინანსური ან ენერგოდამოკიდებულების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, ელექტროენერგიის მთლიანი იმპორტი ბოლო წლების განმავლობაში იზრდება 1,5 მილიარდიდან 2 მილიარდ კილოვატ საათამდე, საიდანაც რუსეთის წილი, ჯამური მაჩვენებელი 2021 წელს, რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგია ჩვენს მოხმარებაში 7 პროცენტი იყო. საქართველოს შემოაქვს ელექტროენერგია არა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, ასევე ამ სტატისტიკაში გათვალისწინებული არის ოკუპირებული აფხაზეთის ზამთრის თვეების განმავლობაში, როცა ენგურჰესიდან მიწოდება ვერ ხდება ელენერგიის იმპორტიც. ამდენად ოკუპირებული აფხაზეთისთვის შემოტანილი ელენერგიის იმპორტი 4-ჯერ მეტია, ვიდრე დანარჩენი საქართველოსთვის შემოტანილი ელექტროენერგიის იმპორტი. გარდა რუსეთისა, ელექტროენერგია საქართველოს შემოაქვს ასევე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.