დავით მაღრაძის კრებულის „უსადაურო“ თურქული თარგმანის პრეზენტაცია სტამბოლში გაიმართა
დავით მაღრაძის კრებულის „უსადაურო“ თურქული თარგმანის პრეზენტაცია სტამბოლში გაიმართა

დავით მაღრაძის კრებულის „უსადაურო“ თურქული თარგმანის პრეზენტაცია სტამბოლში, ნაზიმ ჰიკმეტის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა. პოეტის ლექსები ცნობილმა თურქმა მსახიობმა წაიკითხა.

პრეზენტაციას გამომცემლები, პოეტები, მთარგმნელები და ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ.

საღამო საქართველოსა და თურქეთის ჰიმნებით გაიხსნა. ღონისძიება თურქეთში საქართველოს საელჩოს, თურქეთში ქართული კულტურის ცენტრისა და ქართული ენის ცენტრის ინიციატივით შედგა.

საქართველოს ელჩმა თურქეთში, გია ჯანჯღავამ, პოეტს თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თანსუ ჩილერის პირადი მილოცვა გადასცა.

პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრა ცნობილმა თურქმა პოეტმა, ნობელის პრემიის კანდიდატმა, ათაოლ ბეჰრამოღლუმაც.

საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პოეტმა კრებულიდან ლექსებიც წაიკითხა და შეხვედრის ბოლოს წიგნზე ხელმოწერის უამრავ მსურველს ავტოგრაფიანი კრებულები გადასცა. კრებული გამომცემლობა Cinius Yayinlari-ში დაიბეჭდა და პოეტმა ეშრეფ ილმაზმა თარგმნა.