დავით მაღრაძე - ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე
დავით მაღრაძე - ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე

ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების­ იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომ­რჩევლის,­ რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მაღრაძე აღნიშნავს, ოპოზიციას თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლება უცხოეთში,­ სრულ სიმშვიდეში ჩაივლის არჩევნები.

ამავდროულად, დავით მაღრაძის განმარტებით, იმედი აქვს, რომ ხელისუფლებას­ შესწევს ძალა, აღკვეთოს არეულ­ობისთვის გამიზნული ყველა მცდელობა.

„იმედია, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივ­ლის.­ ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების­ იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომ­რჩევლის,­ რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე. თუ ოპოზიციას ჩვენი პარტნიორების ელჩები ეტყვიან, ჩვენი იმედი ნუ გექნებათ, თქვენ მხოლოდ ამომრჩევლის იმედი უნდა გქონდეთ, ის არის ერთადერთი წყარო თქვენი გამარჯვებისო, მაშინ უშფოთველად ჩაივლის­ არჩევნები. თუ მათი იმედი ექნებათ,­ შესაძლოა, დათესონ შფოთი, რათა იქნებ აირიოს ქვეყანა – როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არ გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ. თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლათ უცხოეთში,­ სრულ სიმშვიდეში ჩაივლის არჩევნები­. სხვა შემთხვევაშიც მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას­ შესწევს ძალა, სიმტკიცე,­ მშვიდობიან ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები და აღკვეთოს არეულობისათვის გამიზნული ყველა მცდელ­ობა. მოსახლეობა რევოლუციურ სცენარს არ დაუჭერს მხარს. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს, ზედაპირზე­ დევს. ამომრჩეველს უდგას არჩევანი­ სუვერენიტეტსა და ვასალობას შორის. მე, დათო მაღრაძე, ხმას ვაძლევ საქართველოს სუვერენიტეტს“, – აცხადებს დავით მაღრაძე.