დავით მაღრაძე - პრემიერის ორი საეტაპო გამოსვლა ვნახე, ჩინეთის ტელევიზიასთან და ბორელთან, მისი პოზიცია, სიმტკიცე იყო დემონსტრირება, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ღირსება გადარჩა
დავით მაღრაძე - პრემიერის ორი საეტაპო გამოსვლა ვნახე, ჩინეთის ტელევიზიასთან და ბორელთან, მისი პოზიცია, სიმტკიცე იყო დემონსტრირება, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ღირსება გადარჩა

ნახევრად ხუმრობით შეიძლება, ასე ვთქვა, რომ ბორელი ჩამოვიდა ჯუნგლებში და საქართველოში დახვდა ევროპა, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მაღრაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას საეტაპო უწოდა. ამასთან, აღნიშნა, რომ საეტაპო გამოვლა პრემიერს ჩინეთის ტელევიზიითაც ჰქონდა.

„ნახევრად ხუმრობით შეიძლება, ასე ვთქვა, რომ ბორელი ჩამოვიდა ჯუნგლებში და საქართველოში დახვდა ევროპა. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ არის ერთი რამ, რაც მენიშნა. ჯუნგლები რატომ ვახსენე, ალბათ ხვდებით. ჩემი აზრით, ეს პრემიერის საეტაპო გამოსვლა იყო. სხვათა შორის, კიდევ გამახსენდა ჩინეთის ტელევიზიით მისი გამოსვლაც – მისი ეს ორი საეტაპო გამოსვლა ვნახე. პოზიცია, სიმტკიცე, გააზრებული ვითარება – ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ღირსება გადარჩა; ეს არის ქვეყანა, სადაც ეროვნულ ინტერესს ყველაფერზე მაღლა აყენებენ, ტრენდზეც, პოლიტ-კონიუნქტურაზეც მაღლა. ეროვნულ ინტერესზე მაღლა ამ ქვეყანაში არაფერი დგას. ეს იყო გამოსვლის გამოხატულება, პრემიერ-მინისტრის გააზრებული რისკითა და სიმტკიცით“, – განაცხადა მაღრაძემ.

ამასთან, როგორც მაღრაძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის დაგვიანებამ თუ არმოცემამ განაპირობა საქართველოში პოლარიზაციის ხარისხის გაზრდა. მისივე განცხადებით, უსამართლო იყო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – არა.

„რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის დაგვიანებამ თუ არმოცემამ ბევრწილად განაპირობა პოლარიზაციის ხარისხის გაზრდა საქართველოში. შემდეგ ევროპარლამენტარების რეზოლუციებიც ხელს უწყობდა პოლარიზაციას. რას ვარქმევთ ამ პოლარიზაციას ზოგადად? პოლარიზაციაა, როდესაც დებატებში არ შემოდის შენი პოლიტიკური ოპონენტი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ აქეზებს, რომ უფრო გაღრმავდეს პოლარიზაცია?!“, – განაცხადა მაღრაძემ.