დავით ჭიჭინაძე - ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით რომ დებენ პოლიტიკოსები შეთანხმებებს
დავით ჭიჭინაძე - ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით რომ დებენ პოლიტიკოსები შეთანხმებებს

ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით რომ დებენ პოლიტიკოსები შეთანხმებებს. პოლიტიკაში ხალხი კი არა, სისტემაა შესაცვლელი, რადგან მხოლოდ ხალხის შეცვლას არანაირი სიკეთე არ მოაქვს, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც დავით ჭიჭინაძე აღნიშნავს, ის არ აპირებს კოალიაციაში შესვლას არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც ოპოზიციასთან.

„ხალხს ვერ ვუშველით, სისტემა თუ არ შეიცვალა, თუ არ შეიცვალა საბანკო სისტემა, ვალის ეკონომიკა; ხალხის ვალებისგან გათავისუფლება თუ არ გახდა პრიორიტეტი, რადგან თავისუფალმა ხალხმა შეძლოს თავისუფალი არჩევანის გაკეთება. ამას გარდა, ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით შეთანხმებები რომ დადონ პოლიტიკოსებმა. მითუმეტეს მემკვიდრეობით არავის რგებია ამომრჩეველი, ამიტომ მივიჩნევ, რომ ეს მხოლოდ ამომრჩევლის შეურაცხყოფაა – მივუთითო ხმა ვის უნდა მისცენ. ზოგადად კი, დარწმუნებული ვარ, ოქტომბრისთვის სიტუაცია ისედაც შეიცვლება, იმდენად სერიოზული პრობლემები იქნება ქვეყნის ეკონომიკაში. სექტემბრის ბოლოს, როდესაც ბანკების მიერ გადავადებული ვალების გადახდის პერიოდი მოვა, თუ გადასახადს მინიმუმ კიდე სამი თვით არ გადაწევენ, ხალხი მართლა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მითუმეტეს, რომ ბანკები მუდმივად უზრდიან ვალებს მოსახლეობას და ძალიან დიდ პროცენტს არიცხავენ, მიუხედავად იმისა, რომ გადავადება პროცენტების დამატების გარეშე უნდა მომხდარიყო. დღეს კი, როდესაც ისედაც ასეთი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას ეს უკანონო გადავადება არც კი აინტერესებთ. ამიტომ არ ვითანამშრომლებთ ჩვენ ასეთ ძალებთან“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.