„ტრიბუნას“ წარმომადგენელი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის მერობის კანდიდატი იქნება
„ტრიბუნას“ წარმომადგენელი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის მერობის კანდიდატი იქნება

პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ წარმომადგენელი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის მერობის კანდიდატი იქნება. მუხაშავრიას წარდგენას ლანჩხუთში პარტიის ლიდერი, დავით ჭიჭინაძე დაესწრო. აღსანიშნავია, რომ „ტრიბუნას“ გარდა, ლია მუხაშავრიას კანდიდატურას მხარს უჭერენ „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ზურა ჯაფარიძე – გირჩი“ და „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“.

„ტრიბუნას“ წარმომადგენლებმა ლანჩხუთელებს საარჩევნო პროგრამა და სამოქმედო გეგმაც წარუდგინეს. წყლის, გზებისა და ინტერნეტის პრობლემა – ეს საკითხებია, რომლის მოგვარებასაც ლია მუხაშავრია მერად არჩევის შემთხვევაში პირველ რიგში აპირებს.

„დღეს გვინდა, ჩვენს ლანჩხუთელებს ოფიციალურად ვაუწყოთ, რომ მათ ჰყავთ ჩემი სახით მერობის კანდიდატი. ექვსი წელია, ვცხოვრობ აქ და ძალიან მინდა, ამ ქალაქს ოდნავ მაინც შეეტყოს განსხვავებული მართვის სტილი და პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება, როდესაც მერი იქნება ქალი, ამ ქალაქის გულშემატკივარი“, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

„ტრიბუნამ“ დღესვე წარადგინა საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სიაც.