დავით ჭიჭინაძე - ოპოზიცია მარტო გომელაურთან კი არა, მიშელთანაც უნდა დამდგარიყო საპროტესტო ბანერებით, მაგრამ გული უსკდებათ, არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად გვიქციეს მიშელის დოკუმენტი
დავით ჭიჭინაძე - ოპოზიცია მარტო გომელაურთან კი არა, მიშელთანაც უნდა დამდგარიყო საპროტესტო ბანერებით, მაგრამ გული უსკდებათ, არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად გვიქციეს მიშელის დოკუმენტი

„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მარტო გომელაურთან კი არა, მიშელთან შეხვედრაზე უნდა დამდგარიყო საპროტესტო ბანერებით, მაგრამ მისივე თქმით, მათ გული უსკდებათ, მიშელს არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად აქციეს მიშელის დოკუმენტი.

„ოპოზიცია მარტო გომელაურთან კი არა, მიშელთან შეხვედრაზე უნდა დამდგარიყო საპროტესტო ბანერებით და ლექსოს სურათებით! აი, ეს იქნებოდა სოლიდარობა და საერთო ბრძოლა!

მაგრამ ამათ გული უსკდებათ, მიშელს არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად გვიქციეს მიშელის დოკუმენტი.

არადა, რეალურად, მიშელს არც ხელშეკრულება ადარდებს და არც საქართველოში არსებული სიტუაცია.

რადგან მიშელი საქართველომდე ერევანშიც ჩავიდა და იქ მილიარდ ექვსასი მილიონი ევრო ჩაიტანა;

იქვე გაკეთდა პირდაპირი მოწოდება ბიზნესმენებისთვის, ჩამოდით და ფული ჩადეთო;

ხუთასი მილიონი გამოყვეს მცირე და საშუალო ბიზნესის სამუშაო ადგილების აღსადგენად.

და ჩვენთან რა ჩამოიტანა, ჩვენთან რა ხდება ამ დროს?!

„ოცნების“ მთვრობამ მიაღწია იმას, რომ დასავლეთს საქართველოსადმი ინტერესები აბსოლუტურად დააკარგვინა და მთელი აქცენტები დღეს ერევანზე გადის.

რეალობაა ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტმა დაგვანახა, რომ მას ადარდებს საკუთარი პატიმრები! წააყენა ხისტი პირობა, კულუარულად დაახევინა უკან „ოცნების“ მთავრობას და გამოაშვებინა კიდეც პატიმრები!

მაია სანდუმ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის კლასიკური მაგალითი მოგვიყვა, რითაც ირიბად მიგვითითა, რომ ამ გზას მხოლოდ უბედურებისკენ მივყავართ და არა ევროკავშირისკენ.

და მთავარი, რაც არაერთხელ მითქვამს – 19 აპრილის დოკუმენტი რომ მზადდებოდა, მაშინაც ისევე ხისტად რომ დამდგარიყო საკითხი, როგორც დღეს ზელენსკიმ გაიმარჯვა, რომ პოლიტპატიმარი ნიკა მელია აუცილებლად უნდა მჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან – დღეს სულ სხვა რეალობა გვექნებოდა.

მით უმეტეს, გამორიცხულია უკრაინის პრეზიდენტის ბერკეტი ჭრიდეს და ევროკავშირის არა“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.