დავით ჭიჭინაძე - ნიკა მელიას პატიმრობაში ჩატოვების შემდეგ, „ოცნებასთან“ ოპოზიციის საუბრის გაგრძელება ამორალური მგონია
დავით ჭიჭინაძე - ნიკა მელიას პატიმრობაში ჩატოვების შემდეგ, „ოცნებასთან“ ოპოზიციის საუბრის გაგრძელება ამორალური მგონია

ნიკა მელიას პატიმრობაში ჩატოვებისა და „ოცნების“ ლიდერების განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის „ოცნებასთან“ საუბრის გაგრძელება საერთოდ ამორალური მგონია, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე „ფეისბუქში“ წერს.

ჭიჭინაძე წერს, რომ „მოლაპარაკების შირმას ამოფარებული „ქართული ოცნება“ მხოლოდ თავისი ბნელი საქმეების კეთებას განაგრძობს“.

„თუ ეს ყველაფერი ისევ გაუვათ, თუ ჩვენ ამაზეც დავხუჭავთ თვალს, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ „ოცნება“ კაპიტულანტურად ჩააბარებს ქვეყანას ნებისმიერს, ვინც მათ ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიას მისცემს.

სფერო არ დარჩენილა ქვეყანაში, ეკონომიკა, პანდემია, ნამახვანი…

სადაც იგივე მეთოდებით არ მოქმედებდეს „ოცნების“ ხელისუფლება, როგორც დღევანდელ სასამართლოზე;

ფეოდალურ ხანაში აღმოვჩნდით, სადაც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს;

არჩეულია გზა, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს და საიდანაც შემოტრიალება ურთულესი იქნება.

ამ უმსგავსობების პატიება კი, უბრალოდ არ შეიძლება.

ეს უკვე საყოველთაო სახალხო საქმე უნდა გახდეს,

ამ გადაწყვეტილებების მთავარი მსაჯული კი, ქართველი ხალხი!“ – აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

ნიკა მელიას პატიმრობაში ჩატოვების და „ოცნების“ ლიდერების განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის “ოცნებასთან” საუბარის…

Posted by Davit Tchitchinadze on სამშაბათი, 13 აპრილი, 2021