დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა თერმული ნისლის ტექნოლოგიით წარმოებს
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა თერმული ნისლის ტექნოლოგიით წარმოებს

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო.

მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური შეწამვლა სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონების შემდეგ სოფლებში მიმდინარეობს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – სოფელი ცაიში, სოფელი შამგონა. ხობის მუნიციპალიტეტი – სოფელი საგვიჩიო. სენაკის მუნიციპალიტეტი – სოფელი დიდიხორში, სოფელი მენჯი. აბაშის მუნიციპალიტეტი -სოფელი კეთილარი, სოფელი პირველი მაისი, სოფელი სუჯუნა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი- სოფელი ნიგოითი, სოფელი. ქვიანი, სოფელი ჯაპანა. ვანის მუნიციპალიტეტი- სოფელი ზედა მუქედი, სოფელი კუშუბაური, სოფელი ციხესულორი. სამტრედიის მუნიციპალიტეტი- სოფელი ტოლები, სოფელი დაბლაგომი, სოფელი საჯავახო.

სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.

უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა  მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, წამლობის დასრულებამდე ფუტკარი სკებიდან არ გამოუშვან .

შეწამვლის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს იმ ფართობების ქიმიური დამუშავება, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში.