ფოთში კოღოს საწინააღმდეგო შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთში კოღოს საწინააღმდეგო შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში კოღოს საწინააღმდეგო შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოთის მერიის ინფორმაციით, მუშავდება ქალაქში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, კერძო სახლები, ცხოველთა და ფრინველთა სადგომები.

როგორც მერიაში განმარტავენ, ,,ეპიდზედამხედველობის“ სახელმწიფო პროგრამის ,,მალარიისა და სხვა ტრანსმისიური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესების“ ფარგლებში მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესის საწინააღმდეგო ღონისძიებები ორ ეტაპად ტარდება.

,,ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მეხუთე წელია, ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რის შედეგად კოღოების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა”, – აღნიშნულია ფოთის მერიის განცხადებაში.