Daily Mirror- იულია სკრიპალი ძმის სახლის გაყიდვის შემდეგ მოწამლეს
Daily Mirror- იულია სკრიპალი ძმის სახლის გაყიდვის შემდეგ მოწამლეს

ბრიტანული Daily Mirror-ის ინფორმაციით, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის შვილი იულია სკრიპალი მას შემდეგ მოწამლეს, რაც მის ანგარიშზე ძმის სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული 185 ათასი დოლარი ჩაირიცხა.

დიდ ბრიტანეთში მდებარე სახლი იულიას ძმას, ალექსანდრს ეკუთვნოდა, რომელიც შარშან რუსეთში დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა.

როგორც ბრიტანული მედიასაშუალება წერს, რუსეთის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა იური სკირპალმა ამ თანხის განკარგვის უფლება ქალიშვილს თებერვლის ბოლოს მისცა.

შეგახსენებთ, რომ იური და იულია სკრიპალები 4 მარტს სოლსბერიში მოწამლეს. დიდ ბრიტანეთში ამტკიცებენ, რომ მკვლელობის მცდელობასთან რუსეთია დაკავშირებული. ამის გამო ლონდონმა და მისმა მოკავშირეებმა რუსი დოპლომატები გააძევეს.