CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა, ორი დღე გაგრძელდეს
CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა, ორი დღე გაგრძელდეს

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა, ორი დღე გაგრძელდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ისტორიულ სამიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ახლა სწორედ აღნიშნულ საკითხს მოიცავს.

ტელეკომპანიის ცნობით, თუ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის შეხვედრა წარმატებით წარიმართება, სამიტი გახანგრძლივდება და ორ დღეს გასტანს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეთრ სახლს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უცნობია დონალდ ტრამპის პოზიციაც. თუმცა რამდენიმე საათის წინ, ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს აშშ-ის პირველმა პირმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან შესახვედრად სრულიად მზად არის. დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ბევრი პრობლემას გადაჭრის.

ისტორიული სამიტი სინგაპურში, 12 ივნისს არის ჩანიშნული. ამერიკის შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა სასტუმრო „კაპელაში“, ადგილობრივი დროით, დილის 09:00 სთ-ზე გაიმართება.