დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ვიეტნამში გაემგზავრა

00:48, 26.02.2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიეტნამში ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შესახვედრად გაემგზავრა.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს მეორედ ჰანოიში 27-28 თებერვალს შეხვდებიან. მათი პირველი შეხვედრა, რვა თვის წინ, 2018 წლის ივნისში სინგაპურში შედგა.

როგორც დონალდ ტრამპმა ამერიკელ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა, დაგეგმილი სამიტი გრანდიოზული იქნება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰანოის სამიტზე აშშ-ი და ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი