ტრამპი - ჩრდილოეთ კორეა თუ ბირთვულ განიარაღებას დათანხმდება, მალე ვიეტნამივით წარმატებული ქვეყანა გახდება
ტრამპი - ჩრდილოეთ კორეა თუ ბირთვულ განიარაღებას დათანხმდება, მალე ვიეტნამივით წარმატებული ქვეყანა გახდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, ისეთი წარმატებული ქვეყანა გახდეს, როგორიც მაგალითად, ვიეტნამია. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა „ტვიტერით“ გაავრცელა.

„ვიეტნამი ისეთ წარმატებას აღწევს, როგორსაც ძალიან ცოტა ქვეყანა ახერხებს. ჩრდილოეთ კორეა თუ ბირთვულ განიარაღებას დათანხმდება, ისიც ასეთივე წარმატებული ქვეყანა გახდება და თან, ძალიან მალე“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპმა განცხადება დემოკრატების მისამართითაც გააკეთა.

„დემოკრატებმა უმჯობესია, შეწყვიტონ იმაზე საუბარი, როგორ უნდა ვაწარმოო მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან. ამის ნაცვლად, უმჯობესია, საკუთარ თავებს დაუსვან შეკითხვა, რატომ არ გააკეთეს ეს რვა წლის განმავლობაში“, – წერს ამერიკის პრეზიდენტი.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტების რიგით მეორე შეხვედრა ვიეტნამში, ქალაქ ჰანოეში 27-28 თებერვალს გაიმართება. ორივე ლიდერი უკვე ვიეტნამშია. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სასტუმრო „მელია ჰანოიში“ იმყოფება, დონალდ ტრამპი კი „მერიოტში“.