დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა ვიეტნამის დედაქალაქში გაიმართება
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა ვიეტნამის დედაქალაქში გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართება. ამის შესახებ დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ წერს.

ტრამპი წერს, რომ შეხვედრა 27-28 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.

დონალდ ტრამპის ინფორმაციით, აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა ფხენიანში პროდუქტიული შეხვედრა გამართეს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირველად შარშან, 12 ივნისს სინგაპურში შეხვდნენ.