აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართება. ამის შესახებ დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ წერს.
ტრამპი წერს, რომ შეხვედრა 27-28 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.
დონალდ ტრამპის ინფორმაციით, აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა ფხენიანში პროდუქტიული შეხვედრა გამართეს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირველად შარშან, 12 ივნისს სინგაპურში შეხვდნენ.