CNN - დონალდ ტრამპმა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი მოხსნას. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, მოსალოდნელია, რომ თანამდებობებს დაკარგავენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჰერბერტ მაკმასტერი და თეთრი სახლის აპარატის უფროსი ჯონ კელი.
ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე დასანიშნად კონცერნ Ford-ის ვიცე-პრეზიდენტი სტივენ ბიგუნი, კორპორაცია Oracle-ის ხელმძღვანელი საფრა კაცი, გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი მაიკ როჯერსი განიხილებიან.