CNN - CoinMarketCap-ის თანახმად, ბიტკოინის ღირებულება 68,530.34 დოლარს აღწევს
CNN - CoinMarketCap-ის თანახმად, ბიტკოინის ღირებულება 68,530.34 დოლარს აღწევს

CoinMarketCap-ის თანახმად, ბიტკოინმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ერთი ბიტკოინის ღირებულება 68,530,34 დოლარს აღწევს. ამის შესახებ CNN წერს.

რეკორდს მიაღწია ასევე Ethereum-მა. CoinMarketCap-ის მიხედვით, მისი ფასი გაიზარდა 4,837.59 დოლარამდე.

მედიის ცნობით, ბიტკოინის მიმართ ბაზარი საკმაოდ აღმავალი იყო. CoinMarketCap-ზე ჩამოთვლილი 13 000-ზე მეტი კრიპტოვალუტის მიუხედავად, ბიტკოინი კვლავ დომინანტურ ციფრულ ვალუტად რჩება.

„ზოგიერთი ინვესტორი ბიტკოინის კიდევ უფრო დიდ მოგებას უწინასწარმეტყველებს, მიუხედავად JPMorgan Chase-ის (JPM) აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმი დიმონის მიერ კრიპტოვალუტის მუდმივი კრიტიკისა, რომელმაც მონეტას „უსარგებლო“ უწოდა, – წერს CNN.