ანატოლი ბიბილოვი - ნატო საქართველოს იარაღს აწვდის, თუმცა ჩვენ არ გვეშინია
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელ ანატოლი ბიბილოვის თქმით, ნატო საქართველოს შეიარაღებას აწვდის, თუმცა მათ ეს არ აშინებთ, რადგან უსაფრთხოების გარანტიას რუსეთი იძლევა.
ეს განცხადება ბიბილოვმა ოკუპირებულ რეგიონში გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იტალიის, ბელგიის, იაპონიის, გერმანიის, ფინეთისა და ჩეხეთის მოქალაქეებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. არჩევნებს აკვირდებოდნენ.
რუსული მედიის ცნობით, ე.წ. არჩევნებში პარტია „ედინაია ოსეტია“ ლიდერობს.
საერთაშორისო საზოგადოება ცხინვალის რეგიონში გამართულ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს. შესაბამისი განცხადება გააკეთეს ევროკავშირში. არჩევნები დაგმო ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, ჩეხეთისა და უკრაინის საგარეო უწყებამ.