ბრაზილიაში ციხიდან გაქცევის მცდელობისას 9 მსჯავრდებული მოკლეს, 14 კი დაჭრილია. ათობით პატიმარმა გაქცევა მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, გოიანიაში ციხიდან 106 მსჯავრდებული გაიქცა. ხელისუფლებამ 27 მათგანის დაკავება მოახერხა, დანარჩენებმა კი, მიმალვა შეძლეს.
ბრაზილიის ციხეები ძალადობით ცნობილია. სასჯელაღსრულების დაწესებულებები მუდმივად გადატვირთულია. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, რომლებიც ციხეებში მსჯავდებულების მდგომარეობას სწავლობენ, ხშირად საკნებში პატიმრებისთვის დასაწოლი ადგილიც არ არის.