ისრაელის პოლიციის განცხადებით, ციხიდან გაქცეული ექვსი პალესტინელი მსჯავრდებულიდან ორი დაკავებულია
ისრაელის პოლიციის განცხადებით, ციხიდან გაქცეული ექვსი პალესტინელი მსჯავრდებულიდან ორი დაკავებულია

ისრაელის პოლიციის განცხადებით, მიმდინარე კვირის დასაწყისში მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული ექვსი პალესტინელი მსჯავრდებულიდან ორი დაკავებულია.

მედიის ინფორმაციით, დაკავებული ორი მამაკაცი პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წევრია.

ისრაელის სამართალდამცავმა ორგანოებმა ე.წ. გილბოას ციხიდან გაქცეული ექვსი მსჯავრდებულის ძებნის ღონისძიებები აქტიურად დაიწყეს. ეს ექვსი პირი ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელების გამო იხდიდა სასჯელს.