ისრაელში, გილბოას ციხიდან გაქცეული ექვსი პატიმრიდან ოთხი დააკავეს
ისრაელში, გილბოას ციხიდან გაქცეული ექვსი პატიმრიდან ოთხი დააკავეს

ისრაელის პოლიციამ გილბოას ციხიდან გაქცეული ექვსი პატიმრიდან ოთხი დააკავა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ორი პატიმარი ავტოსადგომთან დააკავეს ორი კი, ქალაქ ნაზარეთთან ახლოს.

ექვსი პალესტინელი გილბოას მკაცრი რეჟიმის ციხიდან მიმდინარე კვირის დასაწყისში გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ გვირაბის საშუალებით მოახერხეს ციხიდან გაქცევა, რომელსაც შვიდი თვის განმავლობაში თხრიდნენ. ისრაელში პატიმრების გაქცევას უსაფრთხოების ზომების დარღვევასა და უსაფრთხოების სამსახურების უყურადღებობას აბრალებენ.

ერთ-ერთი დაკავებული, ზაქარია ზუბეიდი „ალ აქსას წამებულთა ბრიგადის“ ყოფილი მეთაურია, რომლიც 2019 წელს დააპატიმრეს ისრაელის მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმების გამო.

გაქცეული ექვსი პატიმრიდან ოთხს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.