ბრაზილიის ციხეში ჩხუბისას 52 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიის ციხეში ჩხუბისას 52 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის ციხეში ჩხუბის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ინციდენტი ბრაზილიის პარას შტატში მდებარე ალტამირას ციხეში მოხდა. შტატის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 16 პატიმარს ციხეში თავი მოაჭრეს.

ჩხუბი ორ დაპირისპირებულ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის მოხდა. ციხეში არეულობა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეტაკების დროს, დაჯგუფების წევრებმა ორი ოფიცერი ტყვედ აიყვანეს, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ​ალტამირას ციხეში ჩხუბი ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო.

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს ციხეებზე კონტროლის გამკაცრება და ახალი ციხეების აშენება სურს. ბრაზილიის ციხეებში სასჯელს 750 ათასამდე პატიმარი იხდის. პატიმრების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა.