პარაგვაის ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა

11:48, 20.01.2020

პარაგვაის ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა. „სი-ენ-ენის“ (CNN) ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს და ისე მოახერხეს ციხიდან გაქცევა. გაქცეული პატიმრების უმეტესობა ბრაზილიური კრიმინალური დაჯგუფების წევრია.

როგორც პარაგვაის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მსჯავრდებულების უმეტესობა საშიში დამნაშავეა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მათი უმეტესობა უკვე ბრაზილიაში იმყოფება.

ქალაქში, სადაც ციხე მდებარეობს, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.

მსგავსი